Local Hospitality
top of page

მომსახურება, ხარისხი და სტანდარტები

ჩვენი კლიენტთა მომსახურების სერვისი და მომსახურების ხარისხის სტანდარტები აერთიანებს ტრადიციულ მიდგომებსა და თანამედროვე ტენდენციებს. მომსახურების სტანდარტების მიზანია, უზრუნველყოს სტუმრის კმაყოფილება, გააძლიეროს კომპანიის რეპუტაცია და გააღრმავოს ნდობა თანამშრომლების მიმართ.

მომსახურების სექტორში ჩვენი პარტნიორია ლატვიური კომპანია “Centurion Hospitality“. ამ კომპანიამ შეიმუშავა კორპორაციული სტანდარტები, რათა გააერთიანოს თითოეული კომპანიის უნიკალური ბიზნეს კონცეფცია და მაღალი ხარისხის მომსახურება.  

​ჩვენი სასწავლო კურსები ეფუძნება სასტუმროების ინდუსტრიის თეორიულ და პრაქტიკულ სწავლებას და მიზნად ისახავს თქვენი კომპანიის მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებასა და გრძელვადიან პერსპექტივაში მის შენარჩუნებას.

ტრენინგი საშუალებას აძლევს თანამშრომლებს თავი იგრძნონ კლიენტებად და ნათლად დაინახონ საკუთარი ნიჭი და უნარი.

ჩვენი სასწავლო პროგრამები:

ჭეშმარიტი სტუმართმოყვარეობა

  • ძირითადი განსხვავებები ტექნიკურად ზუსტ მომსახურებასა და ნამდვილ სტუმართმოყვარეობას შორის;

  • თანამშრომლის მახასიათებლები, კომუნიკაციის უნარი და გუნდური სულისკვეთება;

  • სტუმართა ტიპები, “WOW” ფაქტორის შექმნა, ნდობის გაზრდა;

  • საჩივრების გათვალისწინება  და პრობლემის გადაჭრა, სტუმართა შეფასებები.

მომსახურების სტანდარტები

  • მომსახურების სტანდარტების ტრადიციული მიდგომები და თანამედროვე ტენდენციები;

  • ინტერაქტიული სასწავლო პროცესი;

  • პრაქტიკული მაგალითები;

  • რჩევები და დისკუსიები გრძელვადიან შედეგებთან დაკავშირებით;

  • კითხვა-პასუხი.

სტარტაპი და სასტუმროს გახსნა

სასტუმროს საოპერაციო ნაწილი და მართვა

რესტორნების მართვა 

მარკეტინგი

ციფრული მარკეტინგი

​დასაქმება, ადამიანური რესურსების მართვა

და აუდიტი

კრიზისული სიტუაციების მართვა 

მომსახურება, ხარისხი და სტანდარტები

„მისტიური კლიენტი’’

  • Facebook - Black Circle
  • LinkedIn - Black Circle
დაგვიკავშირდით

34 ი.აბაშიძის ქუჩა, 

0186 თბილისი, საქართველო

 

+995 577 32 22 22

local@hospitality.ge

bottom of page