"მისტიური კლიენტი"
„მისტიური კლიენტის’’ აუდიტი ხორციელდება „Centurion Hospitality"-ის მიერ და აერთიანებს სასტუმრო/სარესტორნო ბიზნესში მრავალწლიანი გამოცდილების მქონე პროფესიონალებს, რომელთაც ყველა დეტალზე ყურადღების გამახვილება და მიუკერძოებელი შეფასება შეუძლიათ.
„მისტიური კლიენტის’’ ზუსტი ვიზიტის დრო ყოველთვის უცნობია თანამშრომლებისა და მენეჯმენტისთვის, რაც ხელს უწყობს მიმდინარე პროცესების ზუსტად აღქმას და ობიექტურ შეფასებას.
„მისტიური კლიენტის’’ რეგულარული ინსპექცია მომსახურების მონიტორინგის ყველაზე ეფექტურ საშუალებას წარმოადგენს.
მომსახურების დონის, მომსახურების სტანდარტებთან შესაბამისობისა და სხვა მნიშვნელოვანი ფაქტორების დეტალური ინსპექტირების შემდეგ ხდება „მისტიური კლიენტის“ შეფასების ანგარიშის წარდგენა. ზუსტი ინფორმაცია მომსახურების ნაკლოვანებების დანახვისა და კომპანიის წინსვლის საშუალებას იძლევა.
"მისტიური კლიენტის" ანგარიში მოიცავს შემდეგ ინფორმაციას:
-
მომსახურების სტანდარტებთან შესაბამისობა;
-
კომენტარები და შენიშვნები;
-
ფოტოები;
-
აუდიო ჩანაწერები;
-
საბოლოო შეჯამება.