სტატიები | LOCAL Hospitality
top of page

ჩვენი რეკომენდაციები  სასტუმროებისთვის (COVID 19) ის პირიორში

ახალი კორონავირუსის (COVID-19) გლობალური მასშტაბის პანდემია უპრეცედენტო კრიზისია და სასტუმრო სექტორი ერთ-ერთია იმ მრავალრიცხოვან ბიზნესებს შორის, რომლებიც მტკივნეულად განიცდიან მის ზეგავლენას, რამდენადაც გლობალური სამოგზაურო შეზღუდვები დიდი ხანია ძალაშია შესული და ქვეყნებს „ლოქდაუნის“ უსიამოვნო პროცედურების გატარება უწევთ. ეს სტატია სასტუმროს მფლობელებს მინიშნებებს სთავაზობს შემოსავლების ოპტიმიზაციის მიზნით და ზიანის/ზარალის შესამცირებლად.

კონტენტური მენიუ:

როგორია კორონავირუსით გამოწვეული კრიზისის გავლენა სასტუმროებზე?

ახალი კორონავირუსით (COVID-19) გამოწვეულმა კრიზისმა მნიშვნელოვანი გავლენა იქონია სასტუმროს ინდუსტრიაზე და მთლიანად მასპინძლობის სექტორზე, მთელს მსოფლიოში ისთებლიშმენტის მიერ შემოღებული სამოგზაურო აკრძალვებით. ადგილობრივი, ნაციონალური და საერთაშორისო ღონისძიებები გაუქმდა, მათ შორის ITB ბერლინის ტურისტული სავაჭრო გამოფენა, UEFA EURO 2020 და ოლიმპიური თამაშები.

ზოგადად ბიზნესზე დაწესებული შეზღუდვების გათვალისწინებით და იმ გარემოში, სადაც  დასაქმებულები გაურკვეველ მდგომარეობაში არიან მოგზაურობასთან და ზოგადად ტურიზმთან მიმართებაში ისევე, როგორც საკუთარ სამუშაო უსაფრთხოებასთან დაკავშირებით, დიდი რაოდენობით მივლინებები და ღონისძიებები აგრეთვე გაუქმებულ იქნა. ამასთან, კრიზისით გამოწვეულმა ფინანსურმა დაუცველობამ ისიც გამოიწვია, რომ დღესდღეობით სულ უფრო ნაკლები ხალხი გეგმავს დასვენებას და შვებულების საზღვარგარეთ გატარებას, თუნდაც მოგვიანებით 2020 წელსა და შემდგომ 2021 წელს.

სასტუმროები მთელს მსოფლიოში 90%-მდე დაცარიელდა, ხოლო გარკვეულ ქვეყნებში გაცემულ იქნა ბრძანება მათი დახურვის შესახებ. ეს ნიშნავს შემოსავლის არსებით დანაკარგს, მიუხედავად მიმდინარე ხარჯებისა. შედეგად, მრავალი სასტუმროს მეპატრონეებს უწევთ გამკლავება ნაღდი ფულის გადინების საკითხებსა და პრობლემებთან, რაც მათ აქამდე არ გამოუცდიათ და შესაბამისად, რასაც ვერ განჭვრეტდნენ წინასწარ.

 

11 მინიშნება სასტუმროებისთვის ახალი კორონავისურით (COVID-19) გამოწვეული კრიზისის დროს

მრავალი სასტუმროს მეპატრონეებისთვის მიმდინარე ახალი კორონავირუსით (COVID-19) გამოწვეული კრიზისი არასახარბიელოდ გამოიყუირება და შესაძლოა რთული იქნეს იმის გამოცნობა თუ რა უნდა გაკეთდეს. ამასთან, სასტუმროებს, რომლებიც ჯერ კიდევ ფუნქციონირებენ, შეუძლიათ მიიღონ ზომები საკუთარი სტუმრებისა და სასტუმროს პერსონალის დასაცავად და შემოსავლის ოპტიმიზაციისთვის. ქვემოთ მოცემულია მინიშნებები, თუ როგორ უნდა გაკეთდეს ეს და აგრეთვე, მომავლისთვის მოსამზადებლად, როდესაც ცხოვრება ნორმალურ დინებას დაუბრუნდება.

მინიშნებები ჰიგიენის ზომების შესახებ კომუნიკაციისთის

ჰიგიენა ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხია, რომელზედაც ფოკუსირება აუცილებელია ახალი კორონავირუსით (COVID-19) გამოწვეული კრიზისის განმავლობაში და შემდგომი მინიშნებები სასარგებლო და გასათვალისწინებელი იქნება:

1. პრევენციული ზომების მიღება სტუმრებისა და პერსონალისთვის

შესაძლოა ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯი, რაც ნებისმიერ სასტუმროს შეუძლია გადადგას - გარკვეული პრევენციული ზომების გატარებაა სტუმრებისა და პერსონალის დაცვის მიზნით. ეს ზომები უნდა მოიცავდეს რეგულარული ხელების დაბანის ჩვევას, სათანადო სოციალური დისტანციის დაცვას და თანამშრომლებისთვის მითითებების გაცემას თვალებთან, ცხივრსა და პირთან კონტაქტის აღკვეთასთან დაკავშირებით.

ამას გარდა, ზომები შესაძლოა გავრცელდეს მთელს სასტუმროზე, სტუმრების უსაფრთხოების გარანტირების მიზნით. მაგ., ოთახები და საჯარო სივრცე უნდა იქნეს დასუფთავებული რეგულარულად, სადეზინფექციო პროდუქტების გამოყენებით. ნებისმიერი სამრეცხაო უნდა გაირეცხოს დეზინფექტანტების გამოყენებით და აუცილებელია აწარმოოთ ზუსტი ჩანაწერები იმ შემთხვევაში, თუ მოთხოვნილია კონტაქტის კონტროლი.

2. გაუზიარეთ (პოტენციურ) სტუმრებს ინფორმაცია თქვენს სასტუმროში გატარებული ჰიგიენის ზომების შესახებ

გარკვეული მოქმედების გატარების გარდა, მნიშვნელოვანია შეატყობინოთ სტუმრებს ან პოტენციურ სტუმრებს თქვენს სასტუმროში მიღებული ჰიგიენის ზომების თაობაზე, იმისათვის, რომ განუმტკიცოთ მათ ნდობა და გაუქარწყლოთ ნებისმიერი ეჭვი, რაც მათ შესაძლოა გაუჩნდეთ ამასთან დაკავშირებით. მაგ., თქვენს მთავარ ვებგვერდზე და დაჯავშნის პროცესის განმავლობაში, განმარტეთ, თუ რა ტიპის ზომები მიიღეთ ადამიანების დასაცავად.

ნებისმიერი სტუმრების შემთხვევაში, რომელთაც ამჟამად დაჯავშნილი აქვთ ნომრები თქვენს სასტუმროში, რომლებიც ჯერ კიდევ გეგმავენ თქვენს სასტუმროში გაჩერებას, თქვენ შეგიძლიათ გაუგზავნოთ შეტყობინება მათ ჩამოსვლამდე. ამ შეტყობინებაში შესალოა მითითებულ/განმარტებულ იქნეს გარკვეული სიფრთხილის ზომები, რომლებიც მიიღეთ რისკის მინიმუმამდე დაყვანის მიზნით და ასევე მიაწოდეთ ინსტრუქცია სტუმრებს იმისათვის, რომ მათ გამოიჩინონ პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა სასტუმროში ყოფნის დროს.

მინიშნებები თქვენი სასტუმროს შემოსავლის „ოპტიმიზაციისთვის“

სასტუმროს ყოველდღიური მართვის ძირითადი/წამყვანი ნაწილი მოიცავს შემოსავლის ოპტიმიზაციას და ქვემოთ მოცემული

მინიშნებები ამასთან დაკავშირებით შესაძლოა სასარგებლო აღმოჩნდეს:

3. ონლაინ დისტრიბუციის არხები

როდესაც სასტუმროს ოთახების გადანაწილება ჯერ კიდევ შესაძლებელია, მნიშვნელოვანია ონლაინ დისტრიბუციის არხების სრული სპექტრის კაპიტალიზაცია. ეს ნიშნავს, მაგ., მუშაობას ონლაინ ტურისტულ სააგენტოებთან, რეგისტრაციას გლობალურ სადისტრიბუციო სისტემებში და სასტუმრო სექტორის მეტასაძიებო პლატფორმებზე მითითებული სასტუმროების ოპტიმიზაციას.

დაბალი მოთხოვნის პერიოდების განმავლობაში, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ნებისმიერი დანაკლისის შევსება/აღმოფხვრა თქვენს სადისტრიბუციო სტრუქტურაში, იმის უზრუნველყოფის მიზნით, რომ თქვენი სასტუმრო მაქსიმალურად შესამჩნევი/თვალშისაცემი გახდება  მომხმარებლებისთვის/კლიენტებისთვის, რომლებიც ეძებენ სასტუმრო ნომრებს. გახსოვდეთ, რომ ასევე არ უნდა უგულვებელყოთ თქვენი სასტუმროს ვებგვერდი, რამდენადაც ეს თქვენი ყველაზე ღირებული სადისტრიბუციო არცია, დაკავშირებული საკომისიო გადასახდელების არარსებობის გამო.

4. განფასების სტრატეგიები

ახალი კორონავირუსის (COVID-19) პანდემიის დროს, შესაძლოა მიზანშეწონილი გახდეს  გარკვეული განფასების სტრატეგიების მიღება, რომელსაც ზოგადად ირჩევთ დაბალი მოთხოვნის სხვა პერიოდების განმავლობაში. ეს შესაძლოა ნიშნავდეს ოთახებზე შედარებით დაბალი განაკვეთების დაწესებას, იმ ოთახების შესავსებად, რომლებიც სხვა შემთხვევაში შესაძლოა ცარიელი დარჩენილიყო. ამასთან, ამ შემთხვევაშიც მოქმედებს დამაბალანსებელი ფაქტორი.

იმ შემთხვევაში, თუ მოთხოვნა ძალიან დაბალია და მხოლოდ მცირერიცხოვანი სტუმრები გყავთ სასტუმროში, ფასების დაწევა არ იქნება გამართლებული, რადგან დამატებით სტუმრებს ვერ მოიზიდავთ და თანაც დაკარგავთ შემოსავალს იმ სტუმრებისგან, რომლებიც უკვე გყავთ სასტუმროში. ასევე მნიშვნელოვანია, რომ თქვენს გადაწყვეტილებებს კრიზისის დროს არ ჰქონდეს უფრო ხანგრძლივი იმპლიკაციები, რაც გავლენას მოახდენს მომხმარებლების/კლიენტების მიერ თქვენი სასტუმროს აღქმაზე.

5. გაყიდვების დონის ზრდა და ჯვარედინი გაყიდვები

იქ სადაც გაყიდვები ჯერ კიდევ შესაძლებელია, მნიშვნელოვანია შევეცადოთ დამატებითი შემოსავლის კაპიტალიზაცია, რომელიც შესაძლოა მიღებულ იქნეს გაყიდვების დონის გაზრდითა და ჯვარედინი გაყიდვების მცდელობით. გაყიდვების დონის ზრდის მაგალითები მოიცავს სტუმრების წახალისებას დაჯავშნონ უფრო დიდი ოთახები ან ოთახები უფრო კარგი ხედით, რომლებიც შეგიძლიათ მიყიდოთ იმაზე ძვირად, რის გადახდასაც ისინი თავდაპირველად გეგმავდნენ.

ჯვარედინი გაყიდვები, მეორეს მხრივ, მოიცავს დამატებითი პროდუქტების თუ მომსახურების გაყიდვას. სასტუმროს პირობებში, ეს შესაძლოა ნიშნავდეს იმ სტუმრების წახალისებას, რომლებმაც დაჯავშნეს ნომერი სასტუმროში, დამატებით დაჯავშნონ სპა მომსახურება ან მიმართონ სასტუმროს რესტორნის მომსახურებას. მიმდინარე კრიზისის განმავლობაში, შესაძლოა საჭირო გახდეს ამ მცდელობების გრძელვადიან ჯავშნებზე ან ვაუჩერების გაყიდვაზე კონცენტრირება.

6. საკვები პროდუქტებისა და სასმელების მიწოდება

ერთ-ერთი ყველაზე ინოვაციური გზა, რომელსაც გარკვეული სასტუმროები ირჩევენ კორონავირუსით გამოწვეულ კრიზისთან ადაპტირების მიზნით, საკუთარ სასტუმროებში მიწოდების სერვისების მოზიდვაა, როგორიცაა „Deliveroo“ და „Uber Eats“, იმისათვის, რომ მიიღონ შემოსავალი საკვები პროდუქტებისა თუ სასმელების მიწოდების შედეგად. ეს შესაძლოა დაგეხმაროთ თავიდან აიცილოთ სიტუაციები, როდესაც საკვები პროდუქტები უმიზნოდ გაიხარჯება და იმავდროულად, ეს შეამცირებს ნაღდი ფულის გადინების პრობლემებს. ალტერნატიულად, თქვენი ადგილობრივი ხელისუფლების რეკომენდაციის საფუძველზე, გარკვეულ სასტუმროებს ასევე შეუძლიათ შეიმუშავონ ტვირთების მიღებისა და გატანის სერვისი, რომლის ფარგლებშიც ადამიანებს შეეძლებათ ონლაინ ან სატელეფონო შეკვეთების განხორციელება და შემდგომ საკვები პროდუქტებისა თუ სასმელების უსაფრთხოდ მიღება. დამატებითი მინიშნებების სახით, შესაძლოა გონივრული იყოს ადგილობრივ და რეგულარულ/მუდმივ სტუმრებთან დაკავშირება, რომელთაც შესაძლოა სურვილი გამოთქვან მხარი დაუჭირონ ადგილობრივ ბიზნესებს.

7. სასაჩუქრე ვაუჩერების გაყიდვა

გარკვეული სასტუმროები გვთავაზობენ სასაჩუქრე ვაუჩერებს, რომლებიც შესაძლოა გამოყენებულ იქნეს სასტუმრო ნომრებისთვის, სასტუმროს რესტორანში კერძების შესაკვეთად ან სასტუმროს სხვა მომსახურების გამოყენებისთვის, როგორიცაა მაგ., სპა. ამ ვაუჩერების შეთავაზება და მათი ხელმისაწვდომობის მხარდაჭერა სოციალურ მედიაში შესაძლოა შემოსავლის მიღების  ერთ-ერთი გზა იყოს ადგილობრივი ან რეგულარული/მუდმივი სტუმრებისგან, რომლებიც აჩვენებენ მზაობას მხარი დაუჭირონ მათ საყვარელ ბიზნესებს.

იმ მომხმარებლებს/კლიენტებს, რომლებიც ყიდულობენ სასაჩუქრე ვაუჩერს, შეეძლებათ   გამოიყენონ/გაანაღდონ ის მას შემდეგ, რაც სასტუმრო კვლავ გაიხსნება ან როდესაც მოიხსნება სამოგზაურო შეზღუდვები. ამასთან, სასტუმრო სექტორისთვის უპირატესობას წარმოადგენს ის ფაქტიც, რომ მათ შეეძლებათ განაგრძონ ფულის გამომუშავება, ხოლო ეს თავის მხრივ არსებითი მნიშვნელობის იქნება მოკლევადიანი ნაღდი ფულის გადინების პრობლემების შემცირების თვალსაზრისით.

სასტუმროებს შეუძლიათ ორგანიზება გაუწიონ სასაჩუქრე ვაუჩერების გამოშვებას დამოუკიდებლად ან გამოიყენონ სასაჩუქრე ვაუჩერების აპლიკაციები ამ მიზნით. ნიდერლანდებში, მაგ., არსებობდა მომწოდებლების ერთობლივი საწარმო, რომელშიც გაერთიანდნენ Coca-Cola, Heineken და Unilever, მათ შორის, რომელთაც ორგანიზება გაუწიეს ეროვნულ პლატფორმას (https://www.helpdehoreca.nl/) მასპინძლობის ინდუსტრიის მხარდასაჭერად.

მინიშნებები უკეთესი დროისთვის მოსამზადებლად

გარკვეული სასტუმროებისთვის, საუკეთესო გზა შესაძლოა წარმადობის გაზრდაზე ფოკუსირება იყოს მას შემდეგ, რაც ისინი ცხოვრების ჩვეულ რიტმს დაუბრუნდებიან, შემდეგი მინიშნებების გამოყენებით:

8. ცოდნის მიღება და პერსონალის ტრენინგი

ახალი კორონავირუსის (COVID-19) სიტუაციის არასახარბიელო გავლენბის გათვალისწინებით სასტუმრო სექტორზე, სასტუმროები უნდა გაუმკლავდნენ შემოსავლის დაკარგვას, მნიშვნელოვანია ყურადღება გადავიტანოთ მომავალზე და გვესმოდეს, თუ როგორ შეიძლება გამოსწორდეს ყველაფერი. ამ მიზნით, დროის პოტენციური გამოყენების ერთ-ერთი გზა შესაძლოა გულისხმობდეს დარწმუნებას იმაში, რომ თქვენი ბიზნესი და პერსონალი მაქსიმალურად მზად არიან კვლავ განაგრძონ ჩვეული საქმიანობა სიტუაციის გამოსწორების შემდეგ.

ეს შესაძლოა ნიშნავდეს ტრენინგის მასალების მიწოდებას თანამშრომლებისთვის. იმ სფეროებში, სადაც თანამშრომლებს თვითიზოლაცია ან მკაცრი სოციალური დისტანცირება მოეთხოვებათ, ეს მასალები შესაძლოა გავრცელდეს ონლაინ. საბოლოოდ, თქვენი გუნდის ცოდნის გაღრმავება დაგეხმარებათ კიდევ უფრო კონკურენტუნარიანი გახდეთ მაშინ, როდესაც ყველა ცხოვრების ჩვეულ რიტმს დაუბრუნდება.

9. ფოკუსირება ტექნიკური მხარდაჭერის სამუშაოების მცდელობებზე

იმის გათვალისწინებით, რომ ეს შესაძლოა არ იყოს გადაუდებელი მნიშნელობის საკითხი კრიზისის განმავლობაში, თქვენს ბიუჯეტზე არსებული ზეწოლის გათვალისწინებით, კორონავირუსით გამოწვეული კრიზისი სასტუმროებს ანიჭებს უნიკალურ შესაძლებლობას ჩაატარონ ტექნიკური მხარდაჭერის  სამუშაოები ისე, რომ სტუმრებს ხელი არ შეუშალონ, რადგან სასტუმროებში სტუმრების რაოდენობა მცირეა ან ზოგი სასტუმრო შესაძლოა საერთოდ დაკეტილი იყოს. ეს შესაძლოა მოიცავდეს ყველაფერს გატეხილი აღჭურვილობის შეკეთებიდან დაწყებული და ზედმიწენითი დასუფთავებით დამთავრებული.

არსებითია ის ფაქტიც, რომ დრო შესაძლოა გამოყენებულ იქნეს თქვენი სასტუმროს საუკეთსო მდგომარეობაში მოსაყვანად იმ მომენტისთვის, როდესაც ის ხელახლა გაიხსნება. ერთ-ერთი საუკეთესო მინიშნებაა ამ დროის გამოყენება თქვენი სასტუმროს ახალი ფოტოებისა და ვიდეობის გადასაღებად  სარეკლამო/პოპულარიზაციის მიზნებისთვის. ამასთან, ოთახები ცარიელი იქნება, ყველაფერი შესაძლოა მაქსიმალურად დასუფთავდეს და სასტუმროს კედლები ხელახლა იქნეს შეღებილი.

10. მარკეტინგისა და დისტრიბუციის სტრატეგიების ოპტიმიზაცია

კიდევ ერთი გზა, რომლის მეშვეობითაც სასტუმროებს შეუძლიათ სამოქმედო გეგმების შემუშავება უკეთესი დროისთვის არის ახალი კორონავირუსის (COVID-19) პანდემიის მოქმედებისას დროის გამოყენება მარკეტინგისა და დისტრიბუციის სტრატეგიების ოპტიმიზაციისთვის. ეს შესაძლოა ნიშნავდეს იმ პლატფორმების გადახედვას, რომელთა მეშვეობითაც აწარმოებთ რეკლამას და ახდენთ მარკეტინგული შეტყობინებების კომუნიკაციას სტუმრების თქვენს სასტუმროში სამომავლოდ მოზიდვის მიზნით.

დაფიქრდით თქვენს უნიკალურ გაყიდვების პუნქტებზე და იმ სპეციფიკურ მიზეზებზე, თუ რატომ ირჩევენ სტუმრები თქვენს სასტუმროს. თქვენ ასევე შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს დრო იმისათვის, რომ კიდევ ერთხელ გადახედოთ დისტრიბუციის საკითხს, მოახდინოთ მიმდინარე სადისტრიბუციო არხების ოპტიმიზაცია და განიხილოთ ახალი არსების დანერგვის/შემოღების შესაძლებლობები, განსაკუთრებით კი, როდესაც საქმე ეხება ონლაინ ტურისტულ სააგენტოებთან მუშაობას, სასტუმროს მეტასაძიებო სისტემებსა და მსგავს ონლაინ პლატფორმებს.

11. პროცესების ავტომატიზაცია და პროგრამული უზრუნველყოფის სატესტო რეჟიმში გამოყენება

პროგრამული უზრუნველყოფის მომწოდებლები ასევე განიცდიან ზარალს ახალი კორონავირუსის (COVID-19) პანდემიის შედეგად, რამდენადაც სასტუმროები ამცირებენ საკუთარ ბიუჯეტებს. ამასთან, ეს ორი ჯგუფი შესაძლოა პოტენციურად დაეხმარონ კიდეც ერთმანეთს. სასტუმროში სტუმრების მცირე რაოდენობა ან სასტუმროს სრული დახურვა შესაძლებლობას მოგცემთ შეეცადოთ ახალო პროგრამული უზრუნველყოფის შემუშავებას და პროცესების ავტომატიზაციას, გარკვეული შრომის ანაზღაურების ხარჯების დაზოგვის მიზნით.

მაგ., შესაძლოა სასარგებლო იყოს დროდადრო გადაიხედოს დაჯავშნის პროცესები, ოთახების ფასების გაანგარიშების გზები, ნომრების დალაგების დაგეგმარება ან თქვენი  არსებული მომხმარებლის/კლიენტის მოგზაურობის ეფექტურობა. გარკვეული პროგრამული უზრუნველყოფა, რომელიც შესაძლოა სასარგებლო აღმოჩნდეს, მოიცავს სასტუმროს მართვის სისტემებს, შემოსავლის მართვის სისტემებსა და დალაგების პროგრამულ უზრუნველყოფას.

მრავალ შემთხვევაში, დროა საჭირო იმისათვის, რომ მოეწყოს პროგრამული უზრუნველყოფის სისტემებიი და შემუშავდეს/მიღებულ იქნეს აუცილებელი ცოდნა. ამასთან, მრავალი მომწოდებელი ასევე შეგთავახებენ უფასო საცდელ პერიოდებს მათი პროგრამული უზრუნველყოფისთვის კორონავირუსით გამოწვეული კრიზისის განმავლობაში, რაც შესაძლებლობას მოგცემთ გამოსცადოთ ეს პროგრამული უზრუნველყოფა უსასყიდლოდ იქამდე, ვიდრე საბოლოოდ გადაწყვეტთ მის დანერგვას. პროგრამული უზრუნველყოფის მომწოდებლების მაგალითებია, რომლებიც სთავაზობენ საკუთარ პროგრამულ უზრუნველყოფას უსასყიდლოდ კორონავირუსით გამოწვეული კრიზისის დროს არის Oaky (გაყიდვების ზრდის ინსტრუმენტი სასტუმროებისთვის) და HiJiffy (ჩატის სისტემა სასტუმროებისთვის).


დასკვნა

სასტუმროებს ახალი კორონავირუსით (COVID-19) გამოწვეული მიმდინარე კრიზისი მნიშვნელოვანი გამოწვევების წინაშე აყენებს და საამისოდ მარტივი პასუხი არ არსებობს. ამასთან, წარმოდგენილი მინიშნებების გამოყენებით, შეძლებთ თქვენი პერსონალის და სტუმრების დაცვას, იმ შემოსავლების ოპტიმიზაციას, რომელსაც მიიღებს პანდემიის დროს და ნორმალური ცხოვრებისთვის დასაბრუნებლად სრულ მზაობას, ისე, რომ კიდევ უფრო კონკურენტუნარიანი და ძლიერი წარმოჩინდეთ.

Anchor 1
Anchor 2
Anchor 3
Anchor 4
Anchor 5
Anchor 6
Anchor 7
Anchor 8
Anchor 9
Anchor 10
Anchor 11
Anchor 12
Anchor 13
Anchor 14
Anchor 15
Anchor 16
Anchor 17
bottom of page