top of page
castle-4933565.jpg

სასტუმრო ბიზნესის საკონსულტაციო და მართვის კომპანია

თქვენი სასტუმროს ბიზნესის წარმეტება იწყება ჩვენით

ჩვენი სერვისები

Anchor 1

ჩვენს შესახებ

ლოქალ ჰოსფითალითი,  დაარსდა 2017 წელს, ჩვენი საქმიანობა სპეციალიზებულია  სარესტორნო-სასტუმრო საქმიანობაში მომსახურების გაწევის მიმართულებით, იმ გადაწყვეტილებებით, რომელიც მიმართულია მომსახურების გაუმჯობესებისა და აქციონერების მომგებიანობის ზრდისკენ. 

ჩვენი გუნდი შედგება სასტუმრო საქმიანობაში 20 წლიანი გამოცდილების მქონე ლიდერებისგან, როგორც საერთაშორისო ბრენდირებული ტიპის სასტუმროების ასევე ლოკალური ბუტიკური სასტუმროების გამოცდილებით, ყველა ტიპის მომსახურების სტილით: Butique, Lifestyle, Branded and Localy Branded.

ჩვენ გვირჩევენ მომხმარებლები, რადგან მოკლე დროში ჩვენ მივაღწიეთ რეპუტაციას მიუკერძოებელი რჩევებით, რაც ხშირად ნიშნავს განსხვავებას წარუმატებლობასა და წარმატებას შორის. ჩვენ ვიცნობთ სასტუმროებს შიგნიდან და გარედან და ყოველთვის ვმოქმედებთ როგორც მათი დამცველები. თქვენი სასტუმროების შექმნით, მუშაობით და მართვით ისე თითქოს ჩვენ ვართ მათი მფლობელები. ჩვენ ვაჭარბებთ მოლოდინებს და მაქსიმუმამდე ვზრდით წარმადობას მფლობელებისა და პარტნიორების სასარგებლოდ. 

ლოქალ ჰოსფითალითის გააჩნია საკონსულტაციო მომსახურების სრული სპექტრი სასტუმროების სფეროში, რომელიც აუცილებელია სასტუმრო საქმიანობის ყველა ეტაპზე, რაც ჩვენ გვანიჭებს უპირატესობას და თქვენ შესაძლებლობას რომ თავი აარიდოთ რამოდენიმე სხვადასხვა მრჩეველის/კონსულტანტის საჭიროებას.

ჩვენი კომპანიის ძირითადი მომსახურება მოიცავს: სტრატეგიულ საკონსულტაციო მომსახურებას (ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევები, მოლაპარაკებების მართვა ოპერატორებთან), მესაკუთრეთა წარმომადგენლობის მომსახურებას, სასტუმროს არქიტექტურულ დაგეგმვას და დიზაინს, პერსონალთა მოძიებას/შერჩევას, კონსულტაციებს ინვესტიციების შესახებ, სასტუმროს მართვას, მარკეტინგს და ციფრულ მარკეტინგს, ბრენდინგს და საოპერაციო მომსახურებას.

ჩვენ შევძლებთ ვაჩუქოთ სიცოცხლე თქვენს იდეას, დავაიდენტიფიციროთ თქვენი ბრენდის ძლიერი მხარეები, შესაძლებლობები და გზები მაქსიმალური შედეგების მისაღწევად.

ჩვენთან თანამშრომლობით თქვენ ყოველთვის ჩვენი ყურადღების ცენტრში ხართ.

ჩვენი ძირითადი ღირებულებები

იმოქმედე სამართლიანად

ჩვენ ვმოქმედებთ გულწრფელად და გამჭვირვალედ, და მზად ვართ გავაკეთოთ ის, რაც უკეთესი იქნება ჩვენი მომხმარებლებისთვის და კომპანიისთვის. ჩვენ ვთანამშრომლობთ ღიად ჭეშმარიტების ძიებაში. ჩვენ არ გაგვაჩნია ტოლერანტობა პოლიტიკის, ფარული დღის წესრიგის და პასიურ-აგრესიული ქცევის მიმართ.

 

სრულყოფილება

 

ჩვენ ვცდილობთ საუკეთესოები ვიყოთ იმაში, რასაც ვაკეთებთ, მივისწრაფვით პროფესიონალური სრულყოფილებისკენ, გამოვირჩევით მოლოდინების გადაჭარბებით და წარმადობის საუკეთესო თვისებებით.

ურთიერთობების დამყარება/შედეგების მიწოდება

 დაკავშირება მომხმარებლებთან, პარტნიორებთან და ერთმანეთთან წარმატების მისაღწევად. ჩვენ გვჯერა, რომ ურთიერთობები იძლევა შედეგებს, რადგან ერთმანეთის გარეშე ჩვენ ვერ გავაკეთებთ ჩვენს საქმეს. ჩვენ მიზნად ვისახავთ შესანიშნავი მომსახურების გაწევას მომხმარებლისთვის, ჩვენი საზოგადოებისთვის და ერთმანეთისთვის. ჩვენ ვამაყობთ ამგვარი მსოფლმხედველობით და გვჯერა, რომ ერთად მუშაობით ნამდვილად შეგვაქვს ჩვენი წვლილი სამყაროს გაუმჯობესებაში.

ინოვაცია

ჩვენ ყოველთვის საუკეთესო პრაქტიკებისა და გადაწყვეტილებების ძიებაში ვართ. ვანხორციელებთ ჩვენი მომსახურების ადაპტირებას, მივყვებით სარესტორნო-სასტუმრო საქმიანობის ტენდენციებს და ვაფართოვებთ საკუთარ გამოცდილებას.

ჩვენი კლინტები

golden-tulip-logo-png-transparent.png
IHG_logo_InterContinental_Hotels_Group.png
GUDAURI-Logo---color-3 (1).png
48035075_205063543731215_799480063185859
Logo-amber-signature (1).png
crowne-plaza-logo-png-transparent.png
109750638_684847168735220_34773512733499
Screenshot 2021-06-12 at 21.28.01.png
logo.png
17cf81bd-9031-48cb-8e2d-a050f2777da8.png
Screen Shot 2020-05-05 at 20.10.06.png
download.png

ჩვენი სტრატეგიული პარტნიორები

SKYLINE2.png
monocrome-black.png
download.png
102957556_3942725225769957_3460848113065
image.jpeg
AO_PNG.png
oxygen_logo (1).tif
fina_logo_bl.png
4V-logo.png
HotelRez-logo.png
bottom of page